უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2018 12:25
font-size

თამარ ბაგრატიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა.

კერძოდ, როგორც ბაგრატია აცხადებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მას სააგენტოში არაკვალიფიციური კადრის დასაქმებას ავალებდა, რაც მისთვის მიუღებელია.

,,მიზეზი გახდა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესში გარკვეულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გარკვეული პირის დანიშვნის მოთხოვნა. მე ვერ დავეთანხმებოდი ასეთი ტიპის დირექტივას და ამ პიროვნების ამ თანამდებობაზე დანიშვნას.

ეს იყო წინადადება მინისტრის მოადგილის მხრიდან, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად. უნდა დამენიშნა რამდენიმე საათში, ისე რომ საკითხი არც მქონოდა განხილული. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ასეთ რეჟიმში და ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო ჩემი საქმიანობის გაგრძელება. ეს არ არის ჯანსაღი სიტუაციის მაჩვენებელი“, - აცხადებს თამარ ბაგრატია ტელეკომპანია ,,იბერიასთან“ საუბარში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებს პასუხობს მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ბაგრატიას განცხადება.

,,არ ვიცი, რა კონკრეტულ ბრალდებებზე საუბრობს ქალბატონი თამარი. საჯარო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნები შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ხდება. ასე რომ, არავინ არავის არ სთხოვს არავის დანიშვნას. ეს არის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები ინიშნებიან საჯარო სამსახურში. ასე რომ, დანიშვნის თხოვნა, არასწორი ინტერპრეტაციაა“, - აცხადებს თანდილაშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

29 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურა

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 09:35

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი