უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
პოლიტიკა
თამარ მეფის ეპოქის სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმალი ქარქაშშია, მაგრამ არავინ უნდა დაივიწყოს, რომ ეს ქარქაში ცარიელი არ არის - სეიედ ალი მოჯანი
ირანის ისლამური რესპუბლიკა აჩვენებს, რომ არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დიალოგი და ამავე დროს არ არის მზად წინასწარ განსაზღვრული და იძულებით დაკისრებული წესები მიიღოს, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.
„ვაშინგტონისა და ზოგადად დასავლური სამყაროს თვალსაზრისით, გასულ პარასკევს მასკატში გამართულ მოლაპარაკებებში ყველაზე მეტად გამორჩეული არა საუბრების შინაარსი იყო, არამედ ირანის ქცევის ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა. ეს ქცევა თანდათან გამოჰკვეთს ირანის ახალ იმიჯს დასავლეთის აღქმაში — იმიჯს, რომელიც შორდება „მხოლოდ კონფრონტაციული მოთამაშის“ ძველ სტერეოტიპს და მიისწრაფვის უფრო რთული და დახვეწილი მოდელისკენ. ირანის ისლამური რესპუბლიკა აჩვენებს, რომ არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დიალოგი და ამავე დროს არ არის მზად წინასწარ განსაზღვრული და იძულებით დაკისრებული წესები მიიღოს.
ამერიკისთვის ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები არ ახალია. წლებია, ამ ფაქტს პენტაგონის გათვლებში თავისი ადგილი უკავია. ახალი რეალობა ისაა, რომ ირანი ხდება „დამოუკიდებელი“ პოლიტიკური სუბიექტი. კავკასიის ხალხები კარგად იცნობენ ამირანის ეპოსს. ამ ეპოსმა აჩვენა, რომ ლეგიტიმური ძალა წინააღმდეგობიდან მოდის.
ირანმაც 2025 წლის ზაფხულში, ისრაელისა და ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ 12-დღიანი თავდაცვითი ომის შემდეგ, დაამტკიცა, რომ არ არის უბრალოდ „უსაფრთხოების საკითხი“, არამედ გეოპოლიტიკური რეალობაა. მისი ძალა მხოლოდ სიმტკიცისადმი რიდზე არ არის აგებული, არამედ გარკვეული რბილი ძალის კაპიტალზეა დაფუძნებული.
ირანის დღევანდელი ძალა ისტორიული იდენტობის, ხანგრძლივი ზეწოლის გამოცდილებისა და კოლექტიური პოლიტიკური რაციონალობის შერწყმითაა წარმოქმნილი.
დასავლეთის სტრატეგიულ ლიტერატურაში ასეთი ტიპის ძალის მოთოკვა გაცილებით რთულია, ვიდრე სამხედრო ძალისა. რაკეტას შეიძლება თვალ-ყური ადევნო, ბაზას — თავს დაესხა მაგრამ საზოგადოება, რომელიც ერთდროულად ეუბნება „არას“ არაკონვენციურ იარაღსა და ატომურ ბომბს, და უცხო პოლიტიკის თავს მოხვევასაც ეწინააღმდეგება, შედის გეოპოლიტიკური ძალის იმ სივრცეში, სადაც დასავლეთის ტრადიციული შეკავების ინსტრუმენტები შეზღუდულ ეფექტს იძლევა.
ამ კუთხით, ირანის ისლამური რესპუბლიკის გზავნილი დასავლეთისთვის ორმაგი იყო:
პირველი ფენა — ღია გზავნილი:
ირანი მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ ზეწოლის ქვეშ გარიგებას არ დათანხმდება, ანუ ეთანხმება დიალოგს, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულ, ცალმხრივ მოდელს არ იყაბულებს.
მეორე ფენა — ფარული, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი:
ირანი წარმოადგენს „არაკონვენციური იარაღის გარეშე ძალის“ მოდელს; ძალას, რომლის ლეგიტიმაცია არა ბირთვული მუქარიდან, არამედ სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობის უნარიდან მოდის.
ეს მეორე ფენა სწორედ ისაა, რაც დასავლეთის უსაფრთხოების ლოგიკაში პარადოქსს ქმნის: როგორ უნდა გაუმკლავდე მოთამაშეს, რომელსაც არც ატომური ბომბი აქვს, არც ამ ბომბის შექმნას ცდლობს, მაგრამ ამავე დროს უარს ამბობს სუსტის პოზიციას დაჯერდეს?
ეს სიტუაცია ამერიკას რომელ გამოცდილებას ახსენებს? კუბას რევოლუციის პირველ ათწლეულებში თუ ვიეტნამს ომის შემდეგ პერიოდს?!
პასუხი მარტივია: ირანი ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად ესმის საერთაშორისო სისტემის ენა, ამავე დროს კი არ სურს მთლიანად მასში გაითქვიფოს.
ამ გაგებით, ირანის ქცევა ბოლო მოლაპარაკებებში უფრო მეტად მიანიშნებს „შორსმჭვრეტ რბილ ძალაზე“, ვიდრე მხოლოდ სამხედრო სიმტკიცეზე. ეს ძალა უფრო საზოგადოებიდან იკვებება და არა მხოლოდ სამხედრო საწყობებიდან.
თამარ მეფის ეპოქის სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმალი ქარქაშშია, მაგრამ არავინ უნდა დაივიწყოს, რომ ეს ქარქაში ცარიელი არ არის“, - დაწერა სეიედ ალი მოჯანიმ.
ცნობისთვის - 11 თებერვალი ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების და ისლამური რესპუბლიკის დამყარების დღეა.
„გასულ პარასკევს, მინსკიდან დაწყებული, მომავალ პარასკევამდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ირანის წარმომადგენლობების მიერ აღინიშნება ისლამური რევოლუციის გამარჯვების და ისლამური რესპუბლიკის დამყარების თარიღი. თბილისში ირანის საელჩოც ემზადება ამ დღის აღსანიშნად, რომელიც შეხვედრების, დიალოგების და უცხოეთში ირანული იდენტობის გამოხატვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს,“ - აცხადებენ საელჩოში.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
17 თებერვალი, 2026 , 15:01
4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვალი, 2026 , 13:42
დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი
17 თებერვალი, 2026 , 13:26
ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე
17 თებერვალი, 2026 , 11:34
რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა
16 თებერვალი, 2026 , 17:30
დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე
16 თებერვალი, 2026 , 16:23



