უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მარტი, 2020 17:04
font-size

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.

მიმდინარე წლის თებერვალში "კამარამ", რომელიც უკვე 10 წელია, დამოკიდებულებითი დაავადებების პრობლემაზე მუშაობს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა უფასო თერაპიის კურსზე მიღება გამოაცხადა. ლუდომანიით დაავადებული ადამიანების კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას "ევროპაბეთი" აფინანსებს. პროექტი კომპანიის პასუხისმგებლიანი ბიზნესის (responsible.ge) პოლიტიკის ნაწილია.

სათამაშო ბიზნესის მხრიდან მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამებისა და სოციალური პროექტების დაფინანსება უცხოეთში ფართოდ მიღებული პრაქტიკაა. საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი "ევროპაბეთმა" გადადგა.

ფსიქორეაბილიტაციის კურსის უწყვეტობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, "კამარა" მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა და კურსებს ონლაინ ატარებს.

პროგრამის გამოცხადების შემდეგ, "კამარას" თამაშზე დამოკიდებულების დასაძლევად 30-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ყოველდღიურ სეანსებს ახლა ონლაინ აგრძელებენ. კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქოთერაპია შესაძლებელია, ისეთივე ეფექტური იყოს დისტანციურად, როგორც პირისპირ.

"ბენეფიციარები ჯგუფური ფსიქოთერაპიის ინტენსიურ კურსში არიან ჩართულები. თერაპიის ინტეგრირებული ამერიკული მეთოდით ოთხი თერაპევტი ვმუშაობთ. თითო ჯგუფს კვირაში ოთხი სეანსი უტარდება. თერაპიის სქემა პროგრამულად არის შეკრული და გეშტალტთერაპიას, არტთერაპიას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასა და ფსიქოანალიტიკურ მიდგომას მოიცავს", - აცხადებს "კამარას" ფსიქოლოგი ელენე ბარამიძე.

ელენეს თქმით, ის, რომ პირველი სეანსების ჩატარება პირისპირ მოხერხდა, თერაპევტებს პაციენტებთან ემოციური კონტაქტის დამყარებაში დაეხმარა, რაც უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას ქმნის. ჯგუფის ამგვარად შეკვრის შემდეგ ონლაინ რეჟიმი გაცილებით ეფექტურია.

"თერაპიის პროცესი საკმაოდ შედეგიანად და დინამიკურად მიდის. პაციენტების მოტივაცია სეანსიდან სეანსამდე იმატებს. ჯგუფური მუშაობა მათ ეხმარება გააცნობიერონ, რა პრობლემის წინაშე დგანან, თავიდან აღმოაჩინონ საკუთარი "მე", რომელიც დამოკიდებულების სიმპტომებითაა დათრგუნული, დაისახონ მიზნები, გამოარკვიონ საკუთარი სურვილები და დაიწყონ მათი განხორციელება".

ფსიქოთერაპიის კურსი სამთვიანია, თუმცა, "კამარაში" აცხადებენ, რომ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში სეანსები გაგრძელდება.

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია "ევროპაბეთმა" 2019 წელს დაიწყო. ის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესში, კომუნიკაციებსა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში "ევროპაბეთმა" გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის კურსების დაფინანსების შესახებ განაცხადა.

რეკლამაში დაზოგილი თანხა "ევროპაბეთს" საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი responsible.ge ამოქმედდა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც "ევროპაბეთის" მომხმარებლები ისარგებლებენ.

ევროპაბეთი - პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელი პასუხისმგებლიანი თამაში Betsson Group-ის ბიზნესის საფუძველია. დღეს ეს შვედური კომპანია მსოფლიოს ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში თავისი შვილობილის, "ევროპაბეთის" სახით.

NS

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი