უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2017 16:55
font-size

ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამბოში ევროპის ჩემპიონებს და პრიზიორებს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამბოში ევროპის ჩემპიონ და პრიზიორ სპორტსმენებს უმასპინძლა. მასთან ერთად ნაკრების წევრებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19-21 მაისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა. ვაჟთა შორის ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილი (74კგ წონითი კატეგორია) გახდა, ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90კგ) ვერცხლს დაეუფლნენ, ლევან ბერბერაშვილი (52კგ), ზურაბ ოდოშაშვილი (62კგ), ნიკო კუცია (82კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ. გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო ნინო ოძელაშვილმა (72კგ), ელენე ქებაძე (+80კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.

„მსურს ყველა ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო! ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგება ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ არანაკლებ გამიხარდა რუსი კონკურენტის ძლევა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ დავმარცხდი. ვეცდები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგი შედეგი ვაჩვენო და ჩემი გულშემატკივრები გავახარო“! - განაცხადა კონტინენტის პირველობის ოქროსმედალოსანმა ნინო ოძელაშვილმა.

„მინისტრის მოადგილსთან ერთად ვესწრებოდი ევროპის ჩემპიონატს და გულახდილად გეტყვით, ეს იყო უდიდესი და სასიამოვნო ემოცია, რის გამოც მსურს საქართველოს ნაკრების ყველა წევრს მადლობა გადავუხადო. ვულოცავ ლევანს და ნინოს ოქროს მედლებს, დანარჩენ პრიზიორებს კი გამარჯვებებს ვუსურვებ. იცით, რომ 2019 წელს ბელარუსი ევროპის მეორე თამაშებს უმასპინძლებს. სადღეისოდ ეს ტურნირი სამბისტებისთვის უმაღლესი დონის შეჯიბრებაა და მინდა ვისურვო ორი წლის შემდეგ სამბისტებისგან ჩვენი ჰიმნის არაერთხელ აჟღერება“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„პირველად მოხდა, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს დაესწრო. ეს ჩვენი ფედერაციისთვის და სპორტსმენებისთვის დიდი სტიმული იყო და ამისთვის ბატონო ტარიელ და ბატონო შალვა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მინსკში არაერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ევროპის და მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელებთან, მის შედეგებს კი სამბოს ქართველი გულშემატკივრები ძალიან მალე იხილავენ“, - განაცხადა სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ციბაძემ.

წლეულს მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში 9-13 ნოემბერს რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი