უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია - იანოშ ჰერმანი
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ დაუბრუნებიათ ოჯახისთვის, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„ევროკავშირი იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გააკეთა განცხადება ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების თაობაზე. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც. ფაქტია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ გამოვხატავთ ამ შეშფოთებას დიპლომატიური თანამშრომლობის ფარგლებში", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარე დღემდე ცდილობს, რომ ტატუნაშვილის ოჯახს გადაეცეს ცხედარი, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რაც დროს მოითხოვს.