უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მარტი, 2018 13:45
font-size

თავდასხმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა - ოპოზიციური პარტიები

10 პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა „ქართული მარშის“ აქტივისტების თავდასხმას რუსთავი 2-იუს ჟურნალისტებზე. პარტიებმა ეს ფაქტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. პარტიებმა მოუწოდეს მთავრობას, კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავეები.

„ჩვენ, განცხადებაზე ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ვეხმიანებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ე.წ. ,,ქართული მარშის“ წევრებისა და სხვადასხვა რელიგიური ექსტრემისტრების მხრიდან(მათ შორის მართმადიდებელ მშობელთა კავშირი) 19 მარტს განხორციელებულ თავდასხმას და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, აგრეთვე, ჟურნალისტთა დაშინება და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

რეალურად რუსეთის სპეც.სამსახურების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მართული „რუსული მარშის“ წარმომადგენლები ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ხსენებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი.

ტელეკომპანიის ჟურნალისტისათვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე, მისთვის უკანონოდ, ძალადობის გზით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადასტურებს, რომ ძალადობის აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და მათთვის მისაღებია ყველა აზრისა თუ პოზიციის მხოლოდ ძალისმიერი გზით აღკვეთა.

ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის ზოგადად ხელისუფლების და მისი ცალკეული წარმომადგენლების მყარი და ურყევი პოზიცია, რომელიც დაადასტურებდა მათ ერთგულებას ღირებულებებისადმი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, საკუთარი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებით, არათუ ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, რუსეთიდან მართულ ჯგუფებს აქეზებენ დამატებითი აგრესიის განხორციელებისათვის.

ჩვენ, ქვემორე განხადებაზე ხელის მომწერი პარტიების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მან მკაცრად შეაფასოს ნებისმიერი ამგვარი ძალადობრივი აქტი და უპირველეს ყოვლისა დადგეს კანონის სადარაჯოზე.

აღნიშნული ფაქტი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიასაშუალების, მისი ჟურნალისტების დაშინებასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ: მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდისხმის ფაქტზე და კანონის სრული დაცვით დაისაჯონ დამნაშავეები“, - ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც ხელს აწერენ: ახალი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის.

ორშაბათს „ქართული მარშის“ აქტივისტები სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას, რომელშიც იესო ქრისტე იყო ნახსენები. გაბუნიამ შეეხეო ხეების მოჭრასა და გადატანის ფაქტებს: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო“. „ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, ნათქვამმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს.

ტელეკომპანიის შენობასთან მომხდარი ძალადობის გამო „ქართული მარშის“ 6 აქტივისტი დააკავეს სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.

გაბუნიას ნათქვამი გააკრიტიკა საპატრიარქომაც, თუმცა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საბოდიშო არაფერი არ აქვს.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ