უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2025 12:03
font-size

თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ქართული ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამჟამინდელი ხმამაღალი განცხადებებისა და სხვა პარტიების „ბულინგისა“ არჩევნებში მონაწილეობის გამო, გარედან ინსტრუქციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ ყველაფერს გადაუსვან ხაზი და მათაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაც იქნება უკიდურესად დამამცირებელი.

„თავისთავად ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, თუ რა უნდა გააკეთონ. თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და გარედან კარნახობენ. მიუხედავად ძალიან ხმამაღალი განცხადებებისა, რასაც აკეთებენ, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“, „ახალის“ წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი „აბულინგებენ“ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას, მე მგონია, რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ადრე სხვას „აბულინგებდი“, ახლა შენ თვითონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც გაუკეთებიათ,“- განაცხადა პრემიერმა.

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა. „