უახლესი ამბები
- 05.03.2021 21:35მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა - თენგიზ ცერცვაძე
- 05.03.2021 20:36დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
- 05.03.2021 20:26ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
- 05.03.2021 20:13არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი
- 05.03.2021 19:55კონსტიტუციის 100 წელი - სამოქალაქო საზოგადოების ახალი მანიფესტი რომელსაც `ლელო`, ` სტრატეგია აღმაშენებელი` და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ
- 05.03.2021 19:42„ნამახვანი ჰესის` პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის - ნათია თურნავა
- 05.03.2021 19:24ოკუპირებული ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 05.03.2021 18:32სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს - გენერალური პროკურატურა
- 05.03.2021 18:21ეროვნული ბანკი გაცხადებას ავრცელებს
არქივი
პოლიტიკა


„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის შენობის სადღეღამისო პიკეტირებისკენ მოუწოდებს
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და პარლამენტის შენობის სადღეღამისო პიკეტირებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ საუბარია პარტიის განცხადებაში:
,,ცნობილი გახდა ე.წ. პარლამენტის მიერ მომზადებული ე.წ. კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რომლის მიხედვითაც შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მშვიდობიანი გზით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა.
1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციის შემდეგ ეს იქნება პირველი ერთპარტიული კონსტიტუცია საქართველოში, რომელსაც ქართველი ხალხის არანაირი მხარდაჭერა არა აქვს.
იმავდროულად ეს კონსტიტუცია იქნება არალეგიტიმური, რადგანაც მისი დღევანდელი რედაქცია არსებითად განსხვავდება იმ რედაქციისგან რომელიც გამოტანილი იყო საყოველთაო განხილვისთვის და რომელიც გაეგზავნა ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას.
თუ რას ნიშნავს, ერთი ადამიანის ხუშტურებზე კონსტიტუციის მორგება და ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების მოქცევა წესით კარგად უნდა ახსოვდეს ქართულ საზოგადოებას 2004 წლიდან, როდესაც ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს ხალხს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მართლაც მაშინ ერთი ადამიანის მმართველობა საბოლოოდ დასრულა ციხეში ადამიანების წამებით და სხვა უხეში უფლებადარღვევებით.
2016 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო დადგა იგივე საფრთხის წინაშე: მთელი ძალაუფლება მოექცა ერთი ადამიანის ხელში, რომელმაც პოლიტიკურ გუნდში შემოიკრიბა ჩვენი საზოგადოების ყველაზე გახრწნილი, კორუმპირებული და ამორალური ნაწილი - ე.წ. მაჟორიტარები, იგივე მაფიოზები.
ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით დაინიშნოს რეფერენდუმი ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და დაე ქართველმა ხალხმა და არა ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.
წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ერთადერთი მშვიდობიანი, არაძალადობრივი და კონსტიტუციური გზა, რათა შევაჩეროთ ავტორიტარული რეჟიმი: ისევე როგორც 2009 წელს დავიწყოთ პარლამენტის და მთავრობის შენობების პიკეტირება თბილისში და ქუთაისში, რათა ე.წ. პარლამენტს არ მიეცეს კონსტიტუციის III მოსმენით მიღების საშუალება.
მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად დავუპირისპირდეთ ივანიშვილის ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმს, პრინციპით - ყველა მინუს ერთი.’’ -ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25