უკან
სამართალი
16 ოქტომბერი, 2017 17:00
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზის 26-ე კმ-ზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა.
ერთმანეთს ორი „ნისანისა“ და „ბმვ“-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი გოგონა ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მონიკა დავლიანიძე