უკან

საზოგადოება

23 ივნისი, 2018 11:00
font-size

თბილისის მერია ხელს უწყობს და კვლავაც შეუწყობს სტრიტ არტის განვითარებას - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს სტრიტ არტის შემქმნელების მიმართ ჯარიმების შემოღება იგეგმება.

კვირის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა ისაუბრა კანონპროექტზე შენობა-ნაგებობების კედლებზე საარჩევნო მასალისა და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სწორედ მათ მიერ ინიცირებული ამ კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.

კახა კალაძე განმარტავს, რომ კანონპროექტის მიზანი შენობა-ნაგებობებზე წლობით არსებული ძველი პოსტერებისა და განცხადებების ნარჩენების პრობლემის გადაჭრაა.

„ათეულობით წელია, თბილისის იერსახეს პირველ რიგში, ძეგლის სტატუსიან შენობებს და ეს არ ეხება მხოლოდ ისტორიულ ძეგლებს, ზოგადად, შენობა-ნაგებობებს ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა. ნებისმიერმა თქვენგანმა შეიძლება ნახოს უკვე არარსებული პარტიების პოსტერებიც კი, არარსებული დაწესებულებების სარეკლამო განცხადებების ნარჩენები. მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა.

როდესაც ამ კანონპროექტზე დავიწყეთ მუშაობა, დეტალურად გავიარეთ, ამაში პარლამენტიც ჩართული იყო. ჩვენი ინიცირებულია ეს ცვლილებები და მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ ამ თემას მიაქცია ყურადღება. მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კანონი, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზესა და სისუფთავეს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერია ხელს უწყობს და კვლავაც შეუწყობს სტრიტ არტის განვითარებას.

„არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონის ფარგლებში, თითქოს ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ არტების და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. გულდასაწყვეტია, რომ მედიასაშუალებებიდან ბევრს შეიძლება, არც კი ჩაუხედავს, ამ კანონში რაზეა საუბარი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ეს არის ტყუილი ინფორმაცია, არასწორად ხდება ამ კანონის ინტერპრეტაცია.

ჩვენ პირიქით, ვართ ადამიანები, ვინც ხელს უწყობს სტრიტ არტის განვითარებას და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობელი ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი