უახლესი ამბები
- 27.05.2022 18:38პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
- 27.05.2022 18:30ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
საზოგადოება

თბილისის მერიამ ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო
თბილისის მერი ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. დედაქალაქის მერიამ აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა დაიწყო.
კახა კალაძის თქმით, პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და ამისთვის ბიუჯეტიდან ჯამში, 7 მლნ ლარი დაიხარჯება.
„ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა, რომლის არარსებობა, აქ დასახლებულ ადამიანებს, წლების განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. საარჩევნოდ ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ საკითხს გადავჭრიდით.
პირველ ეტაპზე, სატუმბი ქსელი ეწყობა. პრობლემაა ისიც, რომ მიწისქვეშა წყლები შემოდის, მაგრამ ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც პროექტითაა გათვალისწინებული. პარალელურად, დავიწყებთ კონკრეტული ქუჩების დაქსელვას. მთლიანად პროექტის დასრულებას ორი წელი დასჭირდება. გარდა ამისა, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და ქუჩები მოასფალტდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„წყალარინების ქსელს თბილისის მერია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მომზადებული პროექტის მიხედვით აწყობს. ტერიტორიის გარკვეული ნაწილის რელიეფური მდებარეობის გამო, წყალარინების ცენტრალურ ქსელზე თვითდინებით დაერთება შეუძლებელია, ამიტომ პროექტის საწყის ეტაპზე, მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ქსელის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარამდე ფინანსდება და მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. სადგურის მშენებლობის პარალელურად, ივერთუბნის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ, ხერხეულიძის ქუჩაზე და შერვაშიძის ქუჩის შესახვევებში, მოეწყობა წყალარინების ქსელი, რომელიც შემდგომში, სატუმბ სადგურს დაუერთდება. სატუმბ სადგურს, ასევე, დაუერთდება ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ქსელი“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხელფასის გაორმაგების მოთხოვნით აქცია გამართეს
27 მაისი, 2022 , 14:32

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა
27 მაისი, 2022 , 14:15

სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი - სალომე ზურაბიშვილი
27 მაისი, 2022 , 14:00

ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება - ირაკლი ღარიბაშვილი
27 მაისი, 2022 , 13:48

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა
27 მაისი, 2022 , 11:47

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ
26 მაისი, 2022 , 18:22