უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2018 12:40
font-size

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბერს დაუბრუნდა. მისივე განცხადებით, გადამუშავებული ვერსია პირველადთან შედარებით 59 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 927 მილიონ 631 500 ლარს შეადგენს.

„მინდა ოპოზიციის გასაგონად ვთქვა, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბიუჯეტი არსებულზე ნაკლებია და არ ასახავს დედაქალაქის მოსახლეობის განწყობას და გამოწვევებს. ამასთან, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას გვქონდა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან იმ კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. კერძოდ:

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა - 98 509.6 ათასი ლარი. თუმცა, ირაკლი ზარქუას თქმით, ეს არ არის საბოლოო ციფრი და მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოხდება ცვლილება. მისივე თქმით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივიღებთ დაახლოებით 170 მლნ ლარს და ჯამში სატრანსპორტო მიმართულებით დარჩენილ თვეებსა და მომავალ წელს დაიხარჯება დაახლოებით 262 მლნ ლარი. როგორც საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს უპრეცენდენტო მატებაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსების კუთხით.

„აქამდე ამდენი თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის არასოდეს დახარჯულა. ეს კეთდება გამიზნულად, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. გამოიცვლება ბოგდანის ყვითელ ავტობუსები, რომლისთვისაც წინა ხელისუფლებამ თავის დროზე მილიონები დახარჯა და ეს მოძველებული, გამოუსადეგარი სატრანსპორტო საშუალებები შემოიყვანა დედაქალაქში,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე ინფორმაციით, იზრდება დაფინანსება ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლოატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე, პრიორიტეტის ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები იზრდება 6 მლნ ლარით, მათ შორის იგეგმება დიღმის ჭალების პარკის მოწყობის დაფინანსება.

2019 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა და ამ მიზნით გამოყოფილია 192 254,6 ათასი ლარი.

„ბიუჯეტის პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს საკრებულოს რეკომენდაციებს და პასუხობს გამოწვევებს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ერთ წელში ყველა პრობლემა მოგვარდება, თუმცა შევეცადეთ, მაქსიმალურად აგვესახა ყველა პრობლემის დაფინანსება და ყველა სოციალური პროგრამების დაფინანსება,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია არ არის საბოლოო. მისი თქმით, წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდება და დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი