უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს გირაო შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულებს ა. დ.–ს და ქ. დ.–ს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000–5000 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად კი 20 დღე განისაზღვრა.
„წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს დიდი ოდენობით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში ა. დ.–მ და ქ. დ.–მ 7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ ლიბანის მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში მხატვარ რიხარდ ზომერის ფერწერული სურათის ასლის შეძენით. ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდნენ ოფიციალურ დასკვნას, თითქოსდა ტილოზე შესრულებული ფერწერული სურათი წარმოადგენდა მხატვრის ორიგინალ ნამუშევარს, რისთვისაც წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი. 2017 წლის 28 დეკემბერს, თაღლითური გეგმის შესაბამისად, ბრალდებულებმა ყალბი დასკვნის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გამოართვეს დარჩენილი თანხის ნაწილი.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ასაკი, პიროვნება, ის გარემოება რომ ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.
სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
17 თებერვალი, 2026 , 14:35
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
17 თებერვალი, 2026 , 14:28
პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს
17 თებერვალი, 2026 , 11:23
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა
16 თებერვალი, 2026 , 17:17
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო
16 თებერვალი, 2026 , 12:41
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2026 , 11:00



