უკან

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 12:30
font-size

თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10-11 ოქტომბერს ჟენევაში გამართული, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ კონსულტაციების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, „რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-სა და თბილისის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც რეგიონალური უსაფრთხოების რეალურ საშიშროებად აღიქმება.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწავლებაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდა, რეკორდული რაოდენობის სამხედრომოსამსახურე და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. ნატო-ს წევრი ქვეყნების ემისარები, რომლებიც ამ სწავლებაში მონაწილეობდნენ, ხაზს უსვამდნენ მანევრების ანტირუსულ მიმართულებაზე და სწავლებების მნიშვნელობაზე სამხრეთ ოსეთის სამომავლო „დეოკუპაციაზე“. თბილისისა და ალიანსის წევრების ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ჟენევის დისკუსიების მიზნებს, აუფასურებს ფორმატის მუშაობას და რეგიონში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია პროვოკაციულ და მიუღებელ ხასიათს ატარებს“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმება.

რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადია.

„გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს, ხოლო ინციდენტების რაოდენობა საშუალო სტატისტიკურ მონაცემებსც არ ცდება. ავტობუსების გადაადგილებამ შეამსუბუქა გალის რაიონში ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჟენევაში გამართულ დისკუსიებზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან „აფხაზეთის ხელოვნურ იზოლაციაზე“ ისაუბრეს, რაც მათი თქმით, ე.წ. აფხაზური პასპორტების „არაღიარების გზით ხორციელდება“.

განცხადების მიხედვით, ცხინვალის წარმომადგენლებმა კი ყურადღება საოკუპაციო ზოლთან უცხოელი პოლიტიკოსების ხშირ სტუმრობაზე გაამახვილეს, რაც მათი მტკიცებით, „ვითარებას ძაბავს“.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 12-13 დეკემბერს.

მონიკა დავლიანიძე

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა - შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი, 2024 , 12:11

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქ

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი