უკან

კომენტარი

26 იანვარი, 2023 13:29
font-size

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ზურაბ ჩხაიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე განაცხადა.

„პაციენტს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება. ადვოკატის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. ამიტომ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. რაც შეეხება კოვიდს, ის მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. თუმცა, კოვიდს ახასიათებს გართულებები, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ რაიმე გართულებასთან გვექნება საქმე ან გვაქვს საქმე, არ არის. არანაირი დამატებითი აპარატურა არ შეტანილა, რადგან პაციენტს არ სჭირდება რაიმე დამატებითი აპარატურა, თუმცა ადგილზე ყველაფერი არის. პალატა სრულად არის აღჭურვილი. რესპირატორული მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში ანუ სატურაცია მისი არის ნორმის ფარგლებში, მას არ ესაჭიროება დამატებით ჟანგბადის მიწოდება. რისკები ჩემთვისაც არსებობს და მეც შეიძლება დამემართოს რაღაც 5 წუთში. რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა, ჟღერდება, არ ვიცი, რატომ. არცერთ შემთხვევაში ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის იქვე.

პერსონალური ექთანი არის მიმაგრებული პაციენტზე. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ ეს დაფიქსირებული არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა. შესვლა პაციენტთან არის პენიტენციური სამსახურის პრეროგატივა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დაასრულა მოკვლევა და ყველა პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, კოვიდზე არის უარყოფითი.

„ერთადერთი, რაც არის მთავარი და მნიშვნელოვანი, შემსვლელებში არაინ ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს პისიარ ტესტი. ჩვენ დღესაც ველოდებოდით დილიდან, რომ მობრძანებულიყვნენ და ჩაებარებინათ ანალიზი. შეიძლება სწრაფმა ტესტმა აჩვენოს ერთი შედეგი, მაგრამ პისიარ ტესტი სხვაა. დაგვრჩა მხოლოდ ადვოკატები, ვისაც ასე უშუალოდ აქვს შემხებლობა პაციენტთან, დანარჩენი ჩვენი ყველა თანამშრომელი შემოწმებულია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი