უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 თებერვალი, 2020 16:05
font-size

თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი.

კალაძის განცხადებით, მულტიფუნქციური ცენტრით ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. მისივე თქმით, ანალოგიური კომპლექსების მშებელობა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც იგეგმება.

"ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ყველა რაიონში ანალოგიური მულტიფუნქციური კომპლექსები გაჩნდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ზუსტად ასეთი პროექტების საშუალებით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღად. დაახლოებით, 12 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ზაფხულში იგეგმება",- განაცხადა კახა კალაძემ.

მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 000 კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

"მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის და კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი, ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად, ორი საცურაო აუზი, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე და მიწისქვეშა პარკინგი. მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი