უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2017 11:40
font-size

თეა წულუკიანი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.

როგორც „მედიანიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობესს, თეა წულუკიანი ღია მმართველობის სფეროში ქართულ გამოცდილებას 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის დელეგაციას უზიარებს − კოლეგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კითხვებს პასუხობს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას „OGP“-ის ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი ღია მმართველობის სისტემის მშენებლობის საქმეში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ადგილობრივი მთავრობების, არასამთავრობო ორგნიზაციების, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაა. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ერთობლივი და წარმატებული თანამშრომლობით საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება,

ომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას; საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში; 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით; სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი „mygov.ge“, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, აგრეთვე, საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე.

„ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი სტრატეგიული მიზანი, რომელთაგან თითოეულის მიზანი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ესენია: თანამშრომლობის განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ინოვაცია; უკეთესი პარტნიორობის შექმნა. ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია „OGP“-ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან; ამასთან, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტერილი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით გახსნა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი