არქივი
კომენტარი
თეა წულუკიანი იბერია ტვ-ზე: აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
მინისტრის თქმით, „ომეგა ჯგუფმა“ არსებული დავალიანება უნდა დაფაროს.
წულუკიანის თქმით, შანტაჟის ენით საუბარი საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვალდებულებას ვერ მოხსნის.
„მე ვფიქრობ, რომ როდესაც რომელიმე კომპანიას აქვს 50 მილიონი და მეტი ლარის დავალიანება სახელმწიფოსადმი და აღმოჩნდება, რომ ეს კომპანია სხვა საქმიანობასთან ერთად მედია სფეროში საქმიანობს, ეს არ უნდა გახდეს ბერკეტი იმისი, რომ საგადასახადო დავალიანებას დააღწიოს თავი. ამიტომ, პირველ რიგში, დგას სამართლებრივი ურთიერთობები და ვერავითარ შანტაჟის ენაზე საუბარს და მანიპულირებას გამოხატვის უფლებით ვერ ექნებოდა გონივრული საფუძველი. შესაბამისად, აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გუშინ „იბერიამ“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.
გასულ კვირას ტელეკომპანია საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.
თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება და ამ დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.