უკან
მსოფლიო
5 სექტემბერი, 2017 11:02
ტეხასში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა
ამერიკის ტეხახის შტატში, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა.
Associated Presse-ს ინფორმაციით, მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა ტეხასის ხარისის რაიონში დაფიქსირდა. აქ სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯამში კი, ჯამში კი სტიქიის გამო 11 რაიონის დაზარალდა.
26 აგვისტოს, ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია დაატყდა თავს.
ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ტეხასის შტატსა და ლუიზიანას.
13 ათასი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. წყალდიდობამ 100 ათასი სახლი დააზიანა.
გასულ კვირას, ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესს ტეხასისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის 7.85 მილიარდი დოლარი სთხოვა.
მონიკა დავლიანიძე