სამართალი
ტელეკომპანია ,,იბერიის’’ საქმეზე ხვალ წინასასამართლო სხდომა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
ხვალინდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ.
სხდომაზე არ მოხდება მოწმეთა დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ წინასასამართლო სხდომა 16 ივნისს დაიწყო, თუმცა პროკურატურის მოთხოვნით, 29 ივნისამდე გადაიდო.
დაცვის მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად პროკურორმა გონივრული ვადა ითხოვა და სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
სხდომა 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე მიმდინარე წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
ნინო ექვთიმიშვილი