უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2018 17:25
font-size

ტყუილების პროპაგანდა, რომელსაც ბევრი განზრახ თუ გაუცნობიერებლად ავრცელებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სიძულვილს - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საზოგადოებაში არსებული აგრესიული ფონის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

,,ძალიან დიდი აგრესია ტრიალებს სამწუხაროდ საზოგადოებაში, ძალიან ცინიკური და დაუნდობელი გახდა საზოგადოება. დეზინფორმაცია და ტყუილების პროპაგანდა რომელსაც ბევრი განზრახ თუ გაუცნობიერებლად ავრცელებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სიძულვილს... ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - მძიმე სოციალური ფონი, პოსტკონფლიქტური ტრამვები, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებები, განათლების დაბალი ხარისხი, მტრის მიერ წახალისებული პროპაგანდა... გამოსავალი იმაშია, რომ განათლების ხარისხი უნდა ავამაღლოთ, მეტი და სწორად ვესაუბროთ ბავშვებს ილიაზე, ვაჟაზე, შოთაზე, მათ ღირებულებებზე... დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, რომ სამართლებრივი პროცესები წარიმართოს და არა საერთო-სახალხო დაპირისპირება, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია... რაც გვთიშავს და გვანაწევრებს... ამიტომ არის, რომ ყველაზე მიზანმიმართული და ორგანიზებული "პროპაგანდისტული" დარტყმები სწორედ ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და პროცესებზე ხორციელდება, მიზანი კი ის არის, რომ ინსტიტუტების მიმართ აგრესია მაღალი იყოს და რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ საზოგადოება გაუცხოებული და დაპირისპირებული. და კიდევ ერთი, უნდა ვისწავლოთ ინფორმაციის გადამოწმება და შემდეგ დასკვნების გამოტანა, ძალიან დაგვეხმარება საღი აზრის და პოზიციის პოვნაში“, - წერს ნინო ლომჯარია.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი