უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
კომენტარი
1 აგვისტო, 2022 17:28
„ტყუილია, ტყუილი, მე ვიცი, რომ ტყუილია“ - ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე შესაძლო ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს დოკუმენტები, რომ ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი.
„ტყუილია, ტყუილი, მე ვიცი, რომ ტყუილია“, – აღნიშნა კობახიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.