უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
ტოჩინოშინი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე - გიორგი კვირიკაშვილი
მინდა, ყველას მოგილოცოთ ტოჩინოშინის უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) მიერ მოპოვებული გამარჯვებების შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომაზე.
,,ჩვენმა თანამემამულემ იაპონიაში უპრეცედენტო გამარჯვებები მოიპოვა. ტოკიოში მიმდინარე პროფესიონალური სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე - ნაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინმა მე-12 სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და სუმოს ნამდვილად ცოცხალი ლეგენდა, უმაღლესი წოდების მქონე იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას მთელს საქართველოს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში - თავად ლევანს. ჩვენ გვეამაყება ჩვენი ასეთი თანამემამულე, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა და შინაგანი ენერგია აჩვენა. ალბათ, ყველამ უყურეთ ამ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის უდიდესი სიხარულის საგანი იყო.
მინდა, მე მას წარმატება ვუსურვო მომავალ კარიერაში. ტოჩინოშინი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და ვუსურვებ, ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე, რომ გილოცავთ!“ - განაცხადა პრემიერმა.