უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
ტოლობის ნიშნის დასმა „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ამორალობაა - გიორგი ჩაკვეტაძე
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ არითმეტიკული ტოლობის ნიშნის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამორალობაა. ამის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი, ასევე ახალგაზრდების გამოყენების პროვოკაციული მცდელობა.
„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, მიუღებელია რომელიმე პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. ასევე, არანაკლებ ტრაგიკულია ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილიყო ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვენახა სისხლისღვრა, რაც თავიდან არის აცილებული. თუმცა, ტოლობის ნიშნის დასმა ჩვენსა და იმ ძალას შორის, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა თითოეული ჩვენგანი, პოლიტიკურად არის დიდი შეცდომა და ამორალურია“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.