უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
სამართალი


ტრანზაქციას წინ არ უძღვოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის - ვახტანგ ბუცხრიკიძე
ტრანზაქციას წინ არ უძღვოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ,,თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აღნიშნულით გამოეხმაუარა ბოლო პერიოდში ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, 2016 წლის აპრილში ,,თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში კანონდარღვევით განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით.
ბუცხრიკიძის ინფორმაციით, შპს ,,ოლიმპუსის“ მიერ ტრანზაქციის განხორციელებისთვის ბანკში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი იყო და შესაბამისად, თანხის გატანაც კომპანიის მფლობელების მხრიდან კანონის სრული დაცვით მოხდა.
როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შპს „ოლიმპუსი“ 2016 წლის 19 აპრილს საქართველოში დარეგისტრირდა და იმავე დღეს გაიხსნა კომპანიის საბანკო ანგარიშიც.
,,მე მოვყვები რა დოკუმენტებია წარმოდგენილი თიბისი ბანკში და რამდენი ფურცელი:
ანგარიშის გახსნის განაცხადი წარმოდგენილი არის 19 აპრილს - 4 ფურცელი;
ე.წ. ,,იცნობდე შენს კლიენტს“ კითხვარი ორი დირექტორის ხელმოწერილით წარმოდგენილი არის 19 აპრილს - 2 ფურცელი;
ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დეკლარაცია ხელმოწერილი ორივე დირექტორის მიერ წარმოდგენილია ასევე 19 აპრილს.
ამ დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რატომ არის ეს კომპანია დარეგისტრირებული, რა მიზნები გააჩნია და რა ბიზნეს საქმიანობით იქნება დაკავებული;
კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქართულ და ინგლისურ ენებზე, წარმოდგენილია 19 აპრილს;
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებელი კომპანიის გადაწყვეტილება ერთ ფურცლად;
დამფუძნებელი კომპანიის წესდება 16 ფურცლად, ნოტარიულად დამოწმებული;
დაფუძნებული კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა;
დაფუძნებული კომპანიის სარეგისტრაციო სერტიფიკატი;
დამფუძნებელი კომპანიის დირექტორთა კრების ოქმი 6 ფურცლად;
დამფუძნებული კომპანიის აქციათა რეესტრი და მფლობელების სერტიფიკატი, რომელიც დათარიღებული არის 11 აპრილით, 2016 წელი;
კომპანიის აქციათა ამონაწერი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით;
აქციათა სერტიფიკატი, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 11 აპრილით;
სტატუსის სერტიფიკატი კომპანიის დირექტორთა, ოფიცერთა და აქციონერთა რეესტრით კერძო რეგისტრატორის მიერ გაცემული პირადობის მოწმობის ასლები.
შესაბამისად, ჩემ მიერ ჩამოთვლილ ყველა დოკუმენტზე დაყრდნობით იდენტიფიცირებული ჰყავს ,,თიბისი ბანკს“ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება, ბანკის სამუშაო საათებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მარჯანიშვილზე მდებარე, სათაო ოფისი გახსნის დღიდან მუშაობს 09:00 – 20:00 საათებში, მათ შორის იურიდიული განყოფილებაც.
,,კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. თანხას არ ვასახალებთ. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე და დასრულებულია 19:43 საათზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფილიალი მუშაობს სტანდარულად 20:00 საათამდე.
რაც შეეხება 22 აპრილს. ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი ორი თანამშრომელი ახსენა, არ ვიცი აქ ტყუილს აქვს ადგილი, თუ შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად ხარისხიანი ინფორმაცია მივაწოდოთ კლიენტებს. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და თანამშრომლები დაუკავშირდნენ, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. სწორედ ეს იყო მიზეზი ამ სატელეფონო კავშირის. რეალურად, თანხა გაიცა 13:01 საათზე.
ანუ, ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით, ბანკის თანამშრომლების მიერ კლიენტისათვის უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდების სურვილით. ჩვენი სურვილი იყო, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურება მიგვეწოდებინა“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ პირებთან მის კავშირს, როგორც ,,თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ის პირადად არ იცნობს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი გახარია კი, გაიცნო ბიზნესომბუდსმენის რანგში. ლევან ყიფიანთან დაკავშირებით კი, ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ იცნობს, თუმცა მეგობრული ურთიერთობა არ აქვს მასთან.
,,რაც შეეხება ბატონ ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, განსხვავებით ბატონი ოქუაშვილისაგან, მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნეს შეხვედრებისა და სატელეფონო ზარების ჩაწერას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღვოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ბატონ ლევან ყიფიანს შორის“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
,,თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტირმა აქვე აღნიშნა, რომ 2016 წელს განხორცილებული ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებული იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
შეგახსენებთ, რომ ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი 2016 წლის აპრილში ,,თიბისი ბანკში“ განხორციელებულ უკანანო ტრანზაქციაზე საუბრობს, რომლის შედეგად, მისი კუთვნილი 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში გაცემა მოხდა.
როგორც ,,ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ 21 აპრილს, პროცესს თავად ვახტანგ ბუცხრიკიძეც ესწრებოდა.
ოქუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მისგან ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
30 სექტემბერი, 2025 , 14:44

არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 14:17
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
30 სექტემბერი, 2025 , 13:22
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
30 სექტემბერი, 2025 , 11:15

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
29 სექტემბერი, 2025 , 19:45
პროკურატურამ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
29 სექტემბერი, 2025 , 17:36