სამართალი
წაღვეროს ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან 2 თურქული ვერტმფრენი ჩაერთო
წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან 4 ვერტმფრენი ჩაერთო, ორი ქართული, ერთ აზერბაიჯანული და ორი თურქული.
ავიაცია ძირითადად ცოცხალი ძალისთვის მიუვალ ადგილებში მუშაობს.
ადგილზე მობილიზებულია 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა.
როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა, ხანძრის ახალი კერები აღარ არის.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს, შუადღისთვის ლოკალიზაციის პროცესი დაიწყება.
„ახალი კერა არ გვაქვს. ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. დიდი იმედი მაქვს, რომ შუადღისკენ ლოკალიზაციის პროცესი წავა. ყველგან მობილიზებულია ტექნიკა, წყლის მიწოდების პრობლემაც არ გვაქვს. გუშინდელთან შედარებით კარგი სიტუაცია გვაქვს. ავიაცია კვლავ ჩართულია. ორი თურქული ვერტმფრენიც შემოგვიერთდა დღეს. კრიზისების მართვის სააგენტო ჩართულია. ამ ეტაპზე შსს-ს აქვს მართვა აღებული და ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ყველაფერს“, - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.
მონიკა დავლიანიძე