უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ოქტომბერი, 2018 13:10
font-size

ცალსახად ჩანს, რომ გარკვეული ფინანსური წყაროების მქონე ადამიანები დაკავშირებულები არიან რუსეთის ადმინისტრაციასთან - პაატა დავითაია

„ომეგა ჯგუფის“ საქმეში ახალ ფარული ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც რუსული სცენარით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზეა საუბარი და რომელშიც ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, ოპოზიცინერი დეპუტატები ეხმიანებიან.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის სამშობლოს ღალატი და მცდელობა, რომ გარკვეულ განაწყენებულ პირებს მაშინდელი ხელისუფლება დაემხო.

„უფრო ამაზრზენი ის არის, რომ ამ საქმეში მან დახმარება სთხოვა რუსეთს, რომლის ტანკებიც აქვე, თბილისთან დგას. ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე ამას ჰქვია ერთადერთი სიტყვა და არის ერთი შეფასება - საკუთარი სამშობლოს ღალატი. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებს შორის ჩხარტიშვილი პირველ რიგშია, ივანიშვილი მასთან თათბირობს საქვეყნო საქმეებზე და მასთან ერთად ალაგებს კორუფციულ სქემებს. ჩვენ რას უნდა ველოდებოდეთ, რომ ლევან ყიფიანის შემდეგ ბატონი ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და გვეტყვის, რომ მას ოქუაშვილი ამეცადინებდა და დუბლებს წერდა სამშობლოს ღალატში? ამასაც მოვისმენთ? დაველოდები ნამდვილად, რა ახალ სპექტაკლს მოიფიქრებს პროკურატურა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ჩანაწერებიდან ნათლად იკვეთება, რომ გარკვეული პირები რუსეთის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულები არიან.

„ცალსახად ჩანს, რომ გარკვეული ფინანსური წყაროების მქონე ადამიანები დაკავშირებულები არიან რუსეთის ადმინისტრაციასთან და რუსეთის ადმინისტრაცია მანიპულირებს გარკვეული ქმედებებით მათი მხრიდან. დღეს ეს ადამიანები ქმნიან პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში, რაც ყოვლად მიუღებელია, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ რა დგას ამის უკან და ვინ დგას ამის უკან - ეს არის სპეცსამსახურები, სხვა მიმართულებები თუ ეს არის პუტინის მიერ უშუალოდ წარმოებული პოლიტიკა,“- განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა