უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
კომენტარი
წამლებზე ფასები განსაკუთრებულად არის მომატებული - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასი, საშუალოდ 15%-ით არის მომატებული.
ამასთან, ზოიძის თქმით, ქვეყანაში ინფლაცია 6-7%-ის წარმოადგენს.
„ზოგადად, ინფლაცია მეტნაკლებად 6-7%-ზე მერყეობს, მაგრამ წამლებზე არის განსაკუთრებულად მომატებული ფასი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 15%-ია თუ არ ვცდები და ეს შემაშფოთებელია“,- აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, მთავრობა დამატებით ზომებზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.
„პირველი რაც გაკეთდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა, სასიცოცხლოდ ყველაზე აუცილებელი 30 სახელწოდების მედიკამენტი არის პრაქტიკულად უფასო, სიმბოლურ 1 ლარად. ეს დამერწმუნეთ, ძალიან დიდი შეღავათია, იმიტომ რომ მათ ამ წამლებში პენსიის და შემწეობის ნახევარი ეხარჯებოდათ, მაგრამ მათ ექნებათ პრაქტიკულად უფასოდ“,- განმარტა აკაკი ზოიძემ.
მონიკა დავლიანიძე