უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 დეკემბერი, 2018 11:40
font-size

წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 3 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და 3 პირი დააკავეს. კერძოდ, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.ა. - დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასევე, 1972 წელს დაბადებული ნ.ა. - დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. გარდა ამისა, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ყ., რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს 1990 წელს დაბადებული დ.ფ.-სა და 1993 წელს დაბადებული ლ.ფ.-ს მკვლელობა. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი - 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.

შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან გ.ა.-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და 2 ან მეტი პირის მიმართ და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნულ ფაქტზე ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ეცნობება“, - განაცხადა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

საკვანძო სიტყვები:

თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს

17 თებერვალი, 2026 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი

17 თებერვალი, 2026 , 14:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვ

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს

17 თებერვალი, 2026 , 11:23

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად გ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

16 თებერვალი, 2026 , 17:17

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციისთვის, რატიანს 2025 წლის 9 ოქტომბერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სხდომ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო

16 თებერვალი, 2026 , 12:41

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ხუჭუა ავრცელებს. როგორც ის აცხადებს, საქართველოს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2026 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი