უკან

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2018 12:40
font-size

წესითა და რიგით დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული კრიზისის დროს რეალური რეაგირება არის მთავრობის გადადგომა - ნატო ჩხეიძე

დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ. ჩხეიძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

„საზოგადოება შეშფოთებულია, განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის მთავრობისგან რეაგირება მოითხოვა.

რეალური რეგირება.

როცა ერთობ უკმარია ვითომ თვითდამამშვიდებელი და თავისმოსატყუებელი ფრაზები:

სისულელეა,

ღიმილის მომგვრელია,

სპექტაკლია,

ექშენი აკლია...

წესითა და რიგით დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული კრიზისის დროს რეალური რეაგირება არის - მთავრობის გადადგომა.

ეს დემოკრატიულ ქვეყანაში.

ჩვენი სამშობლო ძალიან შორს არის დემოკრატიისგან.

რადგან აქ, ჩვენში დაცული არ არის კონსტიტუციით გარანტირებული, ადამიანის ორი მთავარი უფლება- სიცოცხლის უფლება და საკუთრების უფლება.

რადგან ეს ჩვენი მთავრობაც,

ჩვენივე პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, კოლექტიური ბახჩო ქობულოვია, დავალებების შემსრულებელი, უზურპატორული დავალებების უსიტყვო და მონდომებული შემსრულებელი ბახჩო ქობულოვი.

და არსებული ფორმალური, მარიონეტული მთავრობის გადადგომაც კი მხოლოდ ფორმალობა იქნება, ცოტა ხნის წინ მთავარი პროკურირის გადადგომისა არ იყოს.

აბა, სად და როგორ უნდა გადადგეს არასახელისუფლო მმართველობა?

ის, ვინც რეალურად მართავს არსებულ მთავრობას, ხელუსუფლების მმართველ ძალას, -

სად და როგო გადადგეს ქვეყნის რეალური მმართველი- ივანიშვილის მაფიოზურ- კლანური დაჯგუფება?..

ამის ერთადერთი კონსტიტუციური გზა არსებობს- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

არარეალურად და ილუზორულად ნუ მოგეჩვენებათ...

საზოგადოება შეშფოთებულიაო, ბრძანა ქვეყნის პრეზიდენტმა,

და უფრო მეტიც, მოსახლეობა აღშფოთებული და განრისხებულია...

და ასეთ დროს ქვეყნის ადეკვატური რეაგირება სწორედ ეს არის- ვადამდელი არჩევნები“, - დაწერა ჩხეიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ის სხდომაზე დასწრებას აპირებს, სადაც დააყენებს სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებს.

საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია

26 აპრილი, 2024 , 12:22

საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის - ამის შესახებ პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახ

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა - შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი, 2024 , 12:11

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქ

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი