უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 იანვარი, 2022 17:09
font-size

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს.

"27 იანვარს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას წარვუდგენ სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტებს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომი განვითარების მიზნით. ასევე სრულად გავაცნობ მათ უმოკლეს ვადებში განხორციელებულ აქტივობებს, რამაც 2021 წლის არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო.

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი კი არ უნდა გახდეს კიდევ ერთი პოლიტიკურად აქტიური თემა, რისი ცალსახა მცდელობაც შეინიშნება ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული განცხადებების თუ კომენტარების სახით.

როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად ნეიტრალური თავმჯდომარე, ვთხოვ კონკურსანტებს და სხვა დაინტერესებულ პირებსაც, არ აჰყვნენ აშკარა პოლიტიკურ განცხადებებს და იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად.

ხვალ პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. იურიდიული კომიტეტის სხდომა საჯაროა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასე რომ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მიიღოს დეტალური ინფორმაცია კანდიდატების, მათ შორის ჩემი, სამოქმედო გეგმის შესახებ. აქედან გამომდინარე დებატებზე აპელირება მაშინ, როცა კანდიდატების მოსმენა ყველასათვის ხელმისაწვდომია, შესაძლებელია გახდეს კიდევ უფრო მეტად საფუძველი თემის პოლიტიზებისა.

დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ყველამ ვიმოქმედოთ კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით.

საარჩევნო ადმინისტრაციის და ჩემი, როგორც ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, საქმიანობა ყოველთვის არის ღია და გამჭვირვალე. მე კი კონკურსის ფარგლებშიც გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის და სამომავლო გეგმების თაობაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების წარმართვაში შეუწყობს ხელს." – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი