უკან

პოლიტიკა

6 ოქტომბერი, 2017 16:30
font-size

წინა ხელისუფლების „სიკვდილის ბრიგადებზე“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როცა თანამდებობიდან გაათავისუფლეს - მეგი გოცირიძე გოგა ხაინდრავაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მეგი გოცირიძემ გოგა ხაინდრავასა და წინა ხელისუფლებას შორის კონფლიქტის გაჩენის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, დაპირისპირება 2006 წელს დაიწყო, როცა ხაინდრავასთვის მოულოდნელად ის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს.

„იცით თუ არა, რომ გოგა ხაინდრავა სააკაშვილის ხელისუფლების მთავრობიდან თავისი ნებით არ წასულა?

2006 წლის ივლისში, როცა შეიტყო, რომ თანამდებობიდან გადააყენეს იმის გამო, რომ კოკოითთან ერთად ნარკოტიკების დამამზადებელი ფაბრიკის გახსნას აპირებდა და იმის გამო, რომ ჩოჩიევის კაბინეტში „პერედოზიროვკისგან“ კინაღამ სული განუტევა, მინისტრმა ხაინდრავამ, რომელიც უკმაყოფილებას ვერ მალავდა და მთავრობაში მიღებული გადაწყვეტილების მოტივაციას კითხულობდა... ეს ფაქტი მაშინ ხელისუფლების პირველმა პირებმა დამალეს, მაგრამ მინისტრობიდან გადააყენეს!

იმის შიშით, რომ სააკაშვილს არ გაეხმაურებინა ეს ფაქტი, იქეთ დაესხა ხელისუფლებას თავს და „სიკვდილის ბრიგადებზე“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო საუბარი!

გახმაურებული საქმეების უმეტესობა, რომელთა გამოც გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას მოითხოვს, ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

იხ. ჩანაწერი, რომელიც 2006 წელს, რუსთავი 2-ის ეთერში გასული რეპორტაჟიდანაა და რომელიც ეხებოდა გოგა ხაინდრავას სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას...“, - დაწერა გოცირიძემ.

გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე 2004 წელს დაინიშნა.

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი