უკან

საზოგადოება

5 იანვარი, 2017 13:00
font-size

ცინცაძის ქუჩაზე მერიამ მშენებლობის უკანონო ნებართვა გასცა, რამაც ბიუჯეტი 402 ათასი ლარით აზარალა - ალეკო ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, არქიტექტურის სამსახურმა, როდესაც მისი ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი იყო, საბურთალოზე, სულხან ცინცაძის 63 ნომერში დაგეგმილ მშენებლობაზე უკანონო ნებართვა გასცა.

როგორც ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, დასკვნის თანახმად, 01.10.15 წელს გაცემულ ნებართვაში, დარღვეული იყო კოეფიციენტების მაჩვენებელი.

გარდა ამისა, თავის დროზე, მერიამ განაცხადა, რომ შენობა 10-სართულიანი იყო, აქედან 4 სართული იყო მიწის ქვეშ,რეალურად კი ჩვეულებრივი ფართი იყო, რის შედეგადაც დასკვნის თანახმად, თბილისის ბიუჯეტმა ნახევარმილიონამდე ზარალი განიცადა.

„სიტყვა სიტყვით არის დადასტურებული, რომ არქიტექტურის სამსახური არის, იყო და რჩება კორუფციის ჭაობი. არქიტექტურის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო არის ჩაწყობის და ბანდიტიზმის ბუდე. პირდაპირ პროექტის ავტორები საკუთარ განაშენიანობის გეგმებს ამტკიცებენ და კბილებით გააქვთ და აქ (დასკვნა - რედ.) მითითებულია კიდეც ვინ, როგორ და რანაიარად. აქ წერია, რომ 402 ათასი ლარის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს, შეგნებულად. წერია, რომ არასწორად მოხდა კოეფიციენტების დათვლა, რომ შეგნებულად 10-სართულიანი კორპუსი გაასაღეს 6- სართულიან შენობად და ვითომ 4 სართული იყო მიწისქვეშა სადგომი და სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი ფართი“, -აღნიშნა საკრებულოს დამოუკიდელმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ სულხან ცინცაძის 63 ნომერში 10-სართუალინი შენობის აშენებას ადგილობრივებიც აპროტესტებენ. მათ სასამართლოში მერიის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელიც აქვთ შეტანილი.

მონიკა დავლიანიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი