უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ოქტომბერი, 2017 17:10
font-size

წინუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ახალგახსნილ საბავშვო ბაღს ესტუმრა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაღში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში და შოთა ხაბარელიც იმყოფებოდნენ. დავით ნარმანიამ პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა, რის შემდეგაც ადგილობრივებს ბავშვების ტარება დიდი ლილოსა და ნასაგურის დასახლებაში მდებარე ბაღებში უწევდათ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო გადაწყდა, წინუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ სააღმზრდელო პროცესი მაღალ დონეზე ჩატარდეს.

ახალ ბაღში 10 ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ შორის, ორი-ბაგაა. შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულია.

წინუბნის გარდა, წელს ბაღის მშენებლობა თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე - სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში მიმდინარეობს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი