უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

18 აპრილი, 2018 11:25
font-size

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მორიგი მოქალაქის გატაცების გამო ქართველი აქტივისტები რუსულნომრიან მანქანებს არ გაატარებენ

„რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს სოფელი ფლავისმანიდან საქართველოს მოქალაქე, 48 წლის თამაზ ილურიძე“, - ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის მორიგი გატაცების შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ფეისბუკზე ჩართვისას.

ქაცარავას თქმით, ილურიძის დაკავების გასაპროტესტებლად საქართველოს მოქალაქეები თბილისი-ლარსის გზის მონაკვეთზე არ გაატარებენ რუსული და ოსური ნომრებით მოძრავ მანქანებს.

„ჩვენ გამოვაცხადეთ მოქალაქეების მობილიზაცია. ვგულისხმობ, რომ უკვე იკრიბებიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ემზადებიან რუსი ოკუპანტებისთვის სატვირთო და სამოქალაქო მანქანების მოძრაობის შესაზღუდად. ეს მოხდება თბილისი-ლარსის გზის მონაკვეთზე. ჩვენ ბევრ დროს არ მივცემთ რუს ოკუპანტებს, რომ ეს ადამიანი დაგვიიბრუნონ, ვგულისხმობ თამაზ ილიურიძეს, დააბრუნონ ტყვეობიდან. ჩვენი მხრივ, ბლოკირებას გავუკეთებთ საოკუპაციო რეჟიმის, რუსული და ოსური ნომრებით მოძრავ მანქანებს. სხვა დანარჩენი მანქანები იმოძრავებენ“, - თქვა ქაცარავამ.

თამაზ ილურიძე, რომელიც სოფელ ფლავისმანში საქონელს მწყემსავდა, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გაიტაცეს.

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა ფლავისმანის მცხოვრები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი