უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აპრილი, 2020 17:00
font-size

ცხოველები ამ ეტაპზე არ ავადობენ კოვიდ 19-ით და საშიშროებას არ წარმოადგენენ

ამ ეტაპზე შინაური ცხოველები კორონავირუსით არ ავადდებიან და ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამის შესახებ საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვეტერინარმა მარიამ ჩხიკვიშვილმა განაცხადა,

ვეტერინარები აღნიშნული განცხადების გასაკეთებლად დღეს, მზიურში საგანგებოდ შეიკრიბნენ.

„დღევანდელი შეკრების მიზანია "კოვიდ 19" და გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, რომ კატებიდან და ძაღლებიდან შეიძლება ვრცელდებოდეს დაავადება. ამას არ ადასტურებს მსოფლიო ვეტერინართა ასოციაცია, შესაბამისად, გადადების საფრთხის შიში არ არის საფუძვლიანი. დღეისათვის, საბოლოოდ დადასტურებული დიაგნოზი, ადამიანიდან ძაღლზე ან ადამიანიდან კატაზე, ან ადამიანიდან ვეფხვზე დაავადების გადასვლის არ არსებობს. საბოლოო ჯამში, მინდა გაცნობოთ, რომ დღეისათვის პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ცხოველები ამ ეტაპზე ნამდვილად არ ავადობენ კოვიდ 19-ით და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“, - განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.

მიკრობიოლოგი გიორგი მელაშვილის თქმით კი, ვიდრე ოფიციალურად არ დადგინდება კორონავირუსის ადამიანიდან ცხოველზე გადადების ფაქტი. მისი თქმით, მიუღებელია სახლიდან ცხოველის გამოგდება.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს ცხოველები ავადდებიან ვირუსით, შეიძლება იყოს სიმართლე, მაგრამ ასევე, შეიძლება დიდი ალბათობით იყოს მცდარი, რადგან კორონავირუსებს აქვს ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებშიც ერთმანეთთან ხასიათდებიან ჯვარედინი რეაქტიურობით. შეიძლება ერთი კორონავირუსი ჰქონდეს, მაგრამ გარკვეული ანალიზით დადასტურდეს, რომ არის სხვა კორონავირუსი. ამიტომ, ვიდრე არ დადგინდება, რომ ცხოველს მართლაც ადამიანის კორონავირუსი დაუდგინდა, მანამდე გადაჭრით ვერავინ იტყვის და ასეცაა, გადაჭრით არავინ ამტკიცებს, რომ ცხოველებს ეს დაავადება ემართებათ. აქედან გამომდინარე, მიუღებელია ის, რომ ადამიანები მოვერიდოთ ცხოველებს და გამოვაგდოთ სახლიდან“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას ვეფხვის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ, ბიოლოგი ლევან ბუთხუზი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადასტურებული არ არის.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაური ცხოველები შეიძლება წარმოადგენდნენ საშიშროებას, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ წუთის მონაცემებით, მსგავსი რამ არ დასტურდება. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენიშინაური ცხოველები უნდა იყვნენ ჩვენთან. თუ ისინი ჩვენთან ერთად არიან და მათთან ერთად ვიცავთ სოციალურ დისტანციას, მათზე არაფერი არ გადავა. რაც შეეხება ველურ ცხოველებს, რა თქმა უნდა, იმ აზრის უგულებელყოფა არ შეიძლება, რომ ველური ცხოველებიდან შესაძლებელია გადმოვიდა თავად კორონავირუსი. არ არის საჭირო ამ პერიოდში ველურ ცხოველებთან გვქონდეს კონტაქტი, ვგულისხმობ, ნადირობას. რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით ველურ ცხოველებთან, მით უფრო ნაკლებია შანსი, ვირუსი ჩვენზე გადმოვიდეს“, - განაცხადა ლევან ბუთხუზმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი