უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 თებერვალი, 2017 15:30
font-size

თსუ-მ და კონკურენციის სააგენტომ ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტმა და კონკურენციის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა მოაწერეს ხელი.

გიორგი შარვაშიძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სტაჟირების პროგრამა, რომლის მიზანია სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

„ძალიან ბევრი მიმართულებით მოხდება ჩვენი თანამშრომლობა. ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც დაიდო სახელმწიფო უწყებასთან და, ვვარაუდობთ, რომ ბევრი სხვა უწყება ჩაერთვება ანალოგიურ საქმიანობაში. ჩვენთვის საინტერესო და მისასალმებელია სტაჟირების პროგრამა, ეს ხელს შუწყობს სტუდენტების დასაქმებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ეს პროგრამა იქნება ურთიერთმომგებიანი ყველა მხარისთვის“,- განაცხადა თსუ-ის რექტორმა.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მემორანდუმი ორივე მხარის განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ეს არის ორმხრივად სასარგებლო შეთანხმება, ვინაიდან ითვალისწინებს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობების გამოყენებას კონკურენციის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში, ასევე ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გამოყენებას უნივერსიტეტის პროფესორების კვლევის გაუმჯობესებაში, სტუდენტების სტაჟირებისა და მათი პროფესიული ზრდის მიმართულებით”, - აღნიშნა ხადურმა.

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გარდა, მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების, სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების, სემინარების, კონფერენციებისა და ტრეინინგების ჩატარებას.

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას კონკურენციის სააგენტოში გაივლიან.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი