უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


თუ ადრე ხელისუფლება ბიზნესს აშანტაჟებდა, დღეს გვაქვს პირიქით, რომ ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს - ბიძინა ივანიშვილი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის თვალში „მაესტროელები“ სააკაშვილის მთავრობის დროს გმირები იყვნენ. ასე უპასუხა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის მაგდა ანიკაშვილის რეპლიკას ტელეკომპანიის თანამშრომლების განწყობასთან დაკავშირებით. როგორც ანიკაშვილმა აღნიშნა, „მაესტროელებიდან“ სააკაშვილის პერიოდში მუშაობდა ტელევიზიაში, ნამდვილად არ ფიქრობს, რომ მთავრობის მიმართ ლოიალური იყო.
„გმირები იყვნენ „მაესტროელები“, ოღონდ იქამდე, ვიდრე თქვენთან მოვიდოდა სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენელი დირექტორად. ის პერიოდი არის კითხვის ნიშნის ქვეშ. დანარჩენ პერიოდს კი დიდი სიყვარულით მოვიხსენიებ და პატივისცემით. გმირებსაც კი შემიძლია გავუტოლო, როგორ იქცეოდნენ ისინი. ისინი იყვნენ დიდი ხიფათის ქვეშ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამაყია, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მედია ხელშეუხებელია.
„ჩემი შემობრუნება არათუ მედიაზე ზეწოლისთვის მოხდა, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ცდუნება გუნდში, რათა ცვლილებები არ დაიწყოს იმაში, რაც ამ დრომდე მივიღეთ და განვითარების ნაცვლად, უკან არ წავიდეთ. თუმცა ამის მაგალითები დღეს არ ისახება. თუ ადრე ხელისუფლება ბიზნესს აშანტაჟებდა, მათ შორის მედია, თუნდაც „მაესტრო“, გახსოვთ რა მოხდა „იმედში“, „იბერიაში“. მაგათ დროს ტოტალურად იყო დაშანტაჟებული ბიზნესი. დღეს გვაქვს პირიქით, რომ ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს. ხელისუფლების მიერ დაშანტაჟების არცერთი მაგალითი არ გვაქვს, გარდა ამ გაუგებარი ჩანაწერებისა, რომელიც არავინ არ იცის, როგორ არის დაყენებული“, - განაცხადა ივანიშვილმა რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ოქუაშვილთან მიმართებაშიც ხდება ის, რომ ის არ იხდის თანხას ბიუჯეტში ჯიუტად და თან აშანტაჟებს ხელისუფლებას.
„ახლა პირიქით ხდება, მაგრამ ასე სჯობს. ამას გამკლავება უნდა სუფთა ხელებით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ის, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს სუფთა ხელებით ვერ უმკლავდება და სხვა მეთოდებს მიმართოს. ასეთ ფორმებსაც სჭირდება ძალიან კარგი ვერტიკალი, გუნდის ძალიან სწორი და უფრო გასუფთავებული შერჩევა. ლიდერებს ყველას თავისი ადგილი და ფუნქციები უნდა ჰქონდეს, გუნდში საჭიროა სინქრონიზაცია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34