უკან

პოლიტიკა

6 ივნისი, 2018 15:45
font-size

თუ აზრი არ აქვს არაფერს, მაშინ პარლამენტში რისთვის ვსხედვართ?- ოთარ კახიძე დეპუტატებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ მოუწოდა დეპუტატებს, შეწყვიტონ კინკლაობა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად მთელმა საქართველომ შეიტყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ, გამოვიდა ქუჩაში ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე და გააპროტესტა გამოძიება. ეს საზოგადოება პარლამენტისგან ელის პასუხს, თუ რა პასუხს გავცემთ ჩვენ იმ კითხვებს, რომლებიც დაგროვდა და შევასრულებთ თუ არა იმ ფუნქციას, რომელიც ხალხმა დაგვაკისრა?!

მე მიმაჩნია, რომ უნდა არსებობდეს რაღაც საკითხები მაინც, რომლის განხილვის დროსაც არ დავიწყებთ პოლიტიკურ კინკლაობას, არ დავიწყებთ იმის გარჩევას, ადრე ვინ ვინ დააწინაურა, არჩევნებზე ვინ რას აკეთებდა, ვინ რას ლაპარაკობდა. უნდა არსებობდეს საკითხი, რაზეც ამის განხილვის გარეშე ავიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვაკისრა. თუ აზრი არ აქვს არაფერს, მაშინ პარლამენტში რისთვის ვსხედვართ? და თუ აქვს და დიახაც, აქვს აზრი მუშაობას, მაშინ ავიღოთ პასუხისმგებლობა და გავარკვიოთ რეალურად რა მოხდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბატონმა ზაზამაც და მთელმა საზოგადოებამაც გაიგოს სიმართლე. მოგიწოდებთ, რომ შევწყვიტოთ პოლიტიკური კინკლაობა ამ თემაზე“, - განაცხადა კახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა