უკან

პოლიტიკა

28 დეკემბერი, 2018 13:00
font-size

თუ ეს ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს, გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ - ოთარ კახიძე ლევან მურუსიძის უვადო მოსმაართლედ დანიშვნაზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიწყოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა. ამის შესახებ კახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, როდესაც მათ გუშინ უვადოდ დაამტკიცეს მოსამართლე ლევან მურუსიძე. გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა, რომელიც ივანიშვილის დაქვემდებარებაში ამყოფებს მართლმსაჯულების სისტემას, არამედ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა წევრებმა - ხარებავამ, გზირიშვილმა, ქადაგიძემ. ეს არიან პირები, რომლებიც პარლამენტმა გაამწესა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მე მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ - უპირველეს ყოვლისა, გაიაზრონ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს ალიანსი, რომელიც მათ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გააფორმეს და რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს კი ნუ გვთავაზობენ საზოგადოებას, არამედ სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა დაიწყონ“, - განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რეალურად უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა, რათა საზოგადოებას ეღირსოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პაკეტი წინადადებების, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება. უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და ყოფილი მოსამართლეები დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან და დავიწყოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, ვინაიდან თუ ეს ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს, გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა ისეთ კორპუსს, რომელიც დღითიდღე გააუარესებს სასამართლოში მდგომარეობას. ეს არის ჯგუფი, რომელიც იყო როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მორჩილი, და მზად არის ნებისმიერი დაკვეთა და ნებისმიერი დავალება შეასრულოს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. ქართული საზოგადოების ვალია, ყველანაირად შევეცადოთ, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ“, - აღნიშნა კახიძემ.

გუშინ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მოიპოვა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი