უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
- 10.10.2025 10:56პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:53პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:46საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- 10.10.2025 10:03დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
- 10.10.2025 09:49საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 10.10.2025 09:44შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 09:00დღის კალენდარი - 10 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ - „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა - ირაკლი კობახიძე
თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ - „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც ამ პირებს შეეფარდათ პატიმრობა, საქართველოში უკვე 30 წელია, მოქმედებს.
„ ეს არის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც დამტკიცდა თავიდან 1995 წელს პირვანდელი სახით და თავიდანვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მითითებული იყო, რომ თუ ვინმე აარიდებდა თავს საგამოძიებო კომისიაში მისვლას, მას შეეფარდებოდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 30-წლიანი ისტორია აქვს ამ მუხლს. 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის განსაზღვრული ჯერ რეგლამენტით და შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსით და ამ პირებს შეეფარდათ 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაული რომ იქნა ჩადენილი ამ დისპოზიციის მიხედვით, ეს ყველასთვის ნათელია. სისხლის სამართლის კოდექსში და რეგლამენტში პირდაპირ წერია მარტივი რამ - პირს ევალება კომისიაში მისვლა და თუ არ მივა, გათვალისწინებული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. არ მივიდნენ, თან უხეში ფორმით გააკეთეს ეს, რაც არის დამამძიმებელი გარემოება. მათ უხეში ფორმით თქვეს უარი კომისიაში მისვლაზე და შეეფარდათ 1 წელიწადზე ნაკლები სასჯელი - 7-8 თვე. სამართლის უზენაესობას თუ ვინმე სცემს პატივს, ყველაფერი დღესავით ნათელია, მაგრამ სამართლის უზენაესობა საქართველოში არ უნდა მოქმედედეს. არის ქვეყნები ჩვენს გარშემო, სადაც პოლიტიკოსებს და დეპუტატებს იჭერენ, მაგრამ პირიქით, ეს არის შესაქები ამბავი. საქართველოში არ შეიძლება არც ერთ პოლიტიკოსის დაჭერა. თან ეს არჩევნებთან დააკავშირეს და თქვეს, რომ ამ პირობებში არჩევნები შეიძლება კონკურენტულად ვერ შეფასდეს. გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც განაცხადებს, რომ სურს არჩევნებში მონაწილეობა და შესაბამისი განცხადებით მიმართავს პრეზიდენტს, იქნება დაუყოვნებლივ შეწყალებული. არ ვაღიარებთ მიხეილ ყაველაშვილს და ასეთი სისულელეები ისმის. თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ - „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს რადიკალიზაციის სცენარია.
„სასოწარკვეთილი რადიკალიზაციის სცენარია. ვერანაირად ვერ აირია ეს ქვეყანა, რომ ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ეს არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანაში წაახალისონ რადიკალიზმი. სხვა რა ახსნა აქვს? პარლამენტში შევიდა მთელი ოპოზიცია 61 მანდატით. უპრეცედენტო მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ დროს უარს ამბობ ამ მანდატებზე. 4 წელი შეგიძლია, შენ აკრიფო რესურსი, როცა ამხელა რესურსი გაქვს პარლამენტის მანდატების სახით, დღეს საერთოდ გააქრეს, საერთოდ დაიკარგა მთელი ეს ოპოზიცია, იმიტომ, რომ ბოლომდე გაწყვეტაზე მუშაობენ, რადიკალიზაციის მაქსიმალური სცენარია დაგეგმილი და ამის გამო, გამოიყვანეს პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია. ჩვენ მარტივად ვაცხადებთ - არის კანონი, კანონს უნდა სცეს პატივი ყველამ. უფრო მეტიც, გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და განაცხადა, რომ კანონდამრღვევებსაც კი შეიწყალებს, თუ ისინი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. აქ ხომ დღესავით ნათელია ყველაფერი, ვის აქვს ეს თვითმიზანი, რომ შეიყვანოს ეს ხალხი ციხეში და ვის არა. ჩვენ რომ გვქონოდა თვითმიზანი, სხვანაირად ვიმოქმედებდით“, -აღნიშნა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი
10 ოქტომბერი, 2025 , 14:49
„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:38
ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა
9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:21