უახლესი ამბები
- 20.01.2021 18:03დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
- 20.01.2021 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
- 20.01.2021 17:30მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
- 20.01.2021 16:35პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- 20.01.2021 16:35ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
- 20.01.2021 16:35ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი
- 20.01.2021 16:35ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
- 20.01.2021 15:40რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- 20.01.2021 15:40სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
- 20.01.2021 15:00ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს - კახა კალაძე
არქივი
პოლიტიკა


თუ კორუფციაში გახვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს პირველი პირი, ჩნდება რწმენა, რომ ის თავადაც თანამონაწილეა - თინათინ ხიდაშელი „ომეგას“ საქმეზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თუკი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში გახმაურებულ კორუფციულ სკანდალებზე არ დააყენებს ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ფიგურანტების პასუხისმგებლობის საკითხს, საზოგადოებას ექნება ლეგიტიმური უფლება, ჩათვალოს ის სამართალდარღვევის თანამონაწილედ.
„ შევარდნაძეს რომ გაეწირა თავის დროზე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომ დაეყენებინა კახა თარგამაძისა და იმ ადამიანების, რომლებიც კორუფციის სათავეში იდგნენ, ისე არ დაამთავრებდა ის ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ქვეყანაც იმ მდგომარეობაში არ იქნებოდა, რაშიც შემდეგ აღმოჩნდა. სააკაშვილს კეზერაშვილი და მსგავსი პირების პასუხიმგებლობის საკითხი რომ დაეყენებინა, სხვაგვარად დამთავრდებოდა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც 2012 . და ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ დღეს.
ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მარტივი გამოსავალი. ბუნებრივია, როგორც ყველა წინა ხელისუფალს, მან უნდა მოითხოვოს ნამდვილი სამართლიანი გამოძიება და ნამდვილი პასუხი ამ კითხვებზე. თუ ეს არ მოხდა, საზოგადოებას აქვს აბსოლუტურად ყველა ლეგიტიმური უფლება, დაიჯეროს, რომ ამ ყველაფრის უკან, თავში, სათავეში თუ ბოლოში, სწორედ ბატონი ივანიშვილია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ყველაზე ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც აბსოლუტურად ყველას, ერთი და იგივე შეკითხვა აქვს, უამრავ ქართველს ვხვდები აქ, პრაღაშიც და ყველას აინტერესებს, რატომ აფარებს ხელს ივანიშვილი ამ ადამიანებს, რატომ იცავს ფარცხალაძეს, თუკი ის არაფრით არ არის თავად დაკავშირებიული ამ ყველაფერთან და არ არის გარეული. ასეც რომ არ იყოს, ამას ის ვერასოდეს ვერ დაამტკიცებს, სანამ პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება ამ ადამიანების.
იმიტომ რომ არსებობს პოლიტიკური საჯარო ცხოვრების ანაბანა - ადამიანები, რომლებიც საზოგადოების წინაშე გამოვლინდებიან ხოლმე, როგორც სამართალდამრღვევები, როგორც კორუფციაში გახვეულები, როგორც სხვადასხვა ტიპის უფლებადამრღვევები, თუ მათი პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს ხელისუფლების პირველი პირი, შემდეგ აუცილებლად ქვეყანას უჩნდება რწმენა, განცდა კი არა, რწმენა, რომ ის პირველი პირი თავად იყო თანამონაწილე“, - განაცხადა ხიდაშელმა გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“.
საკვანძო სიტყვები:

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
20 იანვარი, 2021 , 16:35
`გირჩი` პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან `მოქალაქეების` და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს -ალექსანდრე რაქვიაშვილი
20 იანვარი, 2021 , 15:00

ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ... გარიყვებისა და გამორიყვების არც გვეშინია და გვეცინება - ალეკო ელისაშვილი
20 იანვარი, 2021 , 14:05

უნდა შეწყდეს ოპოზიციას შორის დებატები, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა - ზაალ უდუმაშვილი
20 იანვარი, 2021 , 14:05

პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება - მამუკა ხაზარაძე
20 იანვარი, 2021 , 11:05

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
19 იანვარი, 2021 , 14:40