უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2018 12:15
font-size

თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება - გია ხუხაშვილი

ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, "ახალ კეზერაშვილებად" იქცნენ, ანუ გააკონტროლონ ყველა ის სფერო თუ თემა, რასაც კეზერაშვილი აკონტროლებდა, - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" გავლენიანი ჯგუფებიც უთხრიან ძირს.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შანტაჟი და კრიზისის ინსცენირება ისწავლა, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად მიიღებს უფრო საშიშ სახეს. ერთადერთი ფაქტორი, რაზეც დღეს ეს არაჯანსაღი სისტემა დგას, ქვეყანაში პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობაა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური სტაგნაცია დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი პოლიტიკური ალტერნატივა გამოჩნდება, პრობლემები ზედაპირზე უფრო მძაფრად ამოვა და "ქართული ოცნების" კონსტრუქციაც დაიშლება, რადგან პოლიტიკური კონსტრუქცია მყარი ვერ იქნება, თუ მას ფასეულობათა სისტემა არ ამაგრებს. ასეთია პოლიტიკის ისტორიული ლოგიკა. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" გავლენიანი ჯგუფებიც უთხრიან ძირს. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, იქცნენ "ახალ კეზერაშვილებად", ანუ გააკონტროლონ ყველა ის სფერო თუ თემა, რასაც კეზერაშვილი აკონტროლებდა. დღეს "ახალი კეზერაშვილები" ტერორისტებზე საშიში არიან“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ყველამ კარგად იცის, რომ ფარცხალაძის დაჯგუფება პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დალაგებას ცდილობს.

“ტრაგედია ის არის, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ფარცხალაძეს თავისი ოჯახის წევრად აღიქვამს და ბევრ საკითხში მწვანე შუქს უნთებს. ასეთი დაჯგუფებები არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს. ფარცხალაძისნაირი ჯგუფების პოლიტიკასთან ახლოს მისვლაც კი სახელმწიფოებრივად სახიფათოა. საბოლოოდ ყალიბდება სისტემა, როდესაც­ პოლიტიკა მუშაობს ფულზე. მიხეილ სააკაშვილის დროს ფული პოლიტიკაზე მუშაობდა. მან მოახერხა, ფინანსური თუ სხვა ტიპის დაჯგუფებები ერთ პოლიტიკურ ვერტიკალში მოექცია და მათ პოლიტიკაზე ამუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს არაჯანსაღი იყო, მაგრამ დღეს უფრო მძიმე ვითარებაა - გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებზე დომინანტობა მოიპოვონ. თუ ფარცხალაძემ და სხვა გავლენიანი დაჯგუფების ბოსებმა მოახერხეს და სრული კონტროლი დაამყარეს ბიზნესპროცესებზე, საფინანსო სისტემასა და პოლიტიკაზე, ეს სახელმწიფო სისტემას საბოლოოდ მოარყევს, ყველა დონეზე აყვავდება კორუფცია და ქვეყანა ქაოსის უფსკრულში გადაეშვება. სხვათა შორის, ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად რომ დაუპირისპირდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა, როგორ ლპება ნელ-ნელა სახელმწიფო სტრუქტურა. მან სახელმწიფო მოხელეზე ხელი იმ მოტივით ასწია, რომ თორდიამ მის საქმიანობაში ქექვა გაბედა. ამაზე ცუდი რაღა უნდა მომხდარიყო სახელმწიფოში, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო და ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა?! თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი