პოლიტიკა
თუ მთელის ორი შემადგენელი ნაწილიდან ერთი ეკუთვნის ივანიშვილს, მთელში როგორ არ გამოდის მისი წილი? რომელი არითმეტიკაა ეს? - რომან გოცირიძე ე.წ. „ბიტკოინების ქარხნებზე“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე თანაინვესტირების ფონდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კომპანიამ უარყო მისი და ბიძინა ივანიშვილის კავშირი „ბიტფიურის“ გორისა და გლდანის დატა ცენტრებთან.
„ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა განაცხადა, რომ არც გორსა და არც გლდანში არსებულ ბიტკოინის ცენტრში წილი არა გვაქვსო. არადა, საპირისპიროს ამბობს მისი წარმომადგენელი - გორის საწარმო თანაინვესტირების ფონდის შექმნილიაო, მეორე არაო. თუმცა სხვა ინტერვიუში განაცხადა, რომ გლდანის ცენტრი თანაინვესტირების ფონდის სესხით აშენდაო.
ამ კომპანიის ოფშორებში გადამალულ მესაკუთრეებზე თავი რომ არ ვიმტვრიოთ, ერთში მაინც მარტივად ვრწმუნდებით, რომ გორისა და გლდანის ენერგოვამპირები ეკუთვნის ერთ ფირმას. თუ მთელის ორი შემადგენელი ნაწილიდან ერთი ეკუთვნის ივანიშვილს, მთელში როგორ არ გამოდის მისი წილი? რომელი არითმეტიკაა ეს?
კიდევ ერთი სიცრუე, რომელსაც ეს კომპანია ავრცელებს-თითქოს მათი შეღავათი დენის ტარიფში იყოს მხოლოდ დღგ-სგან გათავისუფლება. სინამდვილეში, განსხვავებით ჩვეულებრივი მომხმარებლებისაგან, ეს საწარმო პირდაპირ არის მიერთებული გლდანის ქვესადგურზე და დენი უჯდება კიდევ უფრო ნაკლები.
სწორედ ამასა და სხვა პრივილეგიებზე არის დაფუძნებული ამ ცენტრის რენტაბელობა“, - დაწერა გოცირიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
თანაინვესტირების ფონდის მტკიცებით, 2014 წელს „ბიტფიურიმ“ მისგან სესხი აიღო, რომელიც 2015 წელს დაფარა. ფონდის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ან მისი რომელიმე კომპანია „ბიტფიურის“ გორისა და გლდანის დატა ცენტრების წილს არ ფლობენ.
„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, კომპანია „ბიტფიური“ ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის თავისუფალ ზონაში გახსნილი დატა ცენტრია, სადაც კრიპტოვალუტის -ბიტკოინების გამომუშავება ხდება. პარტიის განცხადებით, მისი გახსნიდან (2015 წლის 15 დეკემბრიდან) თბილისის მოხმარება დღეში 40 მეგავატით გაიზარდა, რომლის გადახდა მოსახლეობას უწევს. „ევროპულმა საქართველომ“ აღნიშნა, რომ თვითონ „ბიტკოინების ქარხანა“ შეღავათიანი პირობებით სარგებლობს და როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი, დენში 5 ცენტს ( გახსნის მომენტში დაახლოებით 10 ცენტი იყო) იხდის.
„ბიტფიური ჯგუფის“ წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი თავად გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომელმაც ელექტროენერგიაზე გადასახადის ზრდა ამ კომპანიის საქმიანობას დაუკავშირა.
მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდის სესხის დაფარვის შემდეგ კომპანია ფინანსურ-საქმიან ურთიერთობას აწარმოებს „საქართველოს ბანკთან“.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფი არ სარგებლობს არანაირი პრივილეგიით და ამის დასადასტურებლად „ბიტფიური“ კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
საკვანძო სიტყვები:
ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 14:34
ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 12:50
არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 12:30
უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი
7 ნოემბერი, 2025 , 12:27
საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 11:58
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე
7 ნოემბერი, 2025 , 11:51

