პოლიტიკა


თუ პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების აღიარება - ზაზა ბიბილაშვილი
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, თუ პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების აღიარება.
ამის შესახებ ბიბილაშვილმა მედიას განუცხადა.
„ახალი თავმჯდომარის არჩევის პრაგმატული საჭიროება არ დგას, ვინაიდან ახალ თავმჯდომარეს, წესდებით, არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიული პოსტი. პოსტი, რომელსაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თუ ჩვენ ამ სიმბოლური პოსტიდან, რომელიც დღეს ვაკანტურია, რეალურად გავაძევებთ სააკაშვილის ფიგურას და დავნიშნავთ, ან ავირჩევთ ახალ წევრს, ახალს ადამიანს ამ თანამდებობაზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება და აღიარება. რასაც ბუნებივია, ჩვენ არ ვეთანხმებით. მითუმეტეს რომ ამის პრაქტიკული ს აჭიროება არ დგას“,-აღნიშნა ბიბილაშვილმა.
კიტხვაზე, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მირების შემთხვევაში, დარჩება თუ არა იგი პარტიაში, ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს: „ამაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მსურს, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთ საერთო ბრძოლაში“.
„ეს არის ბრძოლა, რომელსაც ჰქვია კოლაბორაციონისტი ოლიგარქის რეჟიმთან ბრძოლა. ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა, ამ ხელისუფლების პროდასავლური ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ნიშა იყოს მყარი, იყოს ერთიანი, იყოს შენარჩუნებული და ეს უთანხმოებები, რომელიც ჩემი აზრით, არის ძალიან ხელოვნური თემებიდან აგორებული, გადავლახოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა უფრო ეფექტურად“,-აღნიშნა ბიბილაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ნინო ბურჯანაძე
6 დეკემბერი, 2019 , 10:50