უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2017 12:55
font-size

თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მაშინ თვითონ პარლამენტს შეუძლია, შეიკრიბოს - ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, საკანონმებლო ორგანოს აქვს უფლება, შეიკრიბოს.

ბესელიამ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის გამო პარლამენტს უკვე შეუძლია მესამე მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები,

„ჩვენ დღეს უკვე ვიწყებთ საკომიტეტო განხილვას მესამე მოსმენით. ხვალ არის დაგეგმილი სესია - თუ პრეზიდენტის მიერ არ იქნება მოწვეული, პარლამენტს აქვს ეს უფლებამოსილება. გვინდა, რომ დაცული იყოს ყველა პროცედურა. სამთვიანი ვადა დაცულია, ამავე დროს ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დასკვნა არის დადებითი. ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია, კონსტიტუციური რეფორმის მესამე, ფინალური ეტაპი ჩავატაროთ. მზად ვართ, რომ ამ ფორმატში რა ცვლილებებიც იქნება განსახორციელებელი - რედაქციული, ტექნიკური და ტექსტური თვალსაზრისით, ვიმუშავოთ დღეს და ხვალ, რომ კონსტიტუციური რეფორმა და ცვლილებების მიღება დასრულდეს, თუმცა შემდეგ შესაძლებელია, ჩვენ გავაგრძელოთ დისკუსიები უკვე სხვა საკითხებზე“,- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა პრეზიდენტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა 26 სექტემბერს 14 საათზე პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიოს.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი