უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ნოემბერი, 2024 13:22
font-size

მიზანი არის არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას - თინა ბოკუჩავა

სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არჩევნების დელეგიტიმაციის, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, – ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მიზანია არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას.

„დაახლოებით, ერთ საათში სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ამ რეზოლუციაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ვმუშაობდი ბრიუსელში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მიზანი, ბუნებრივია, არის არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.

ეს არის არჩევნების დელეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, შესაბამისად, ამ თვითმარქვია პარლამენტის და მის მიერ ფორმირებული მთავრობის დელეგიტიმაციის, რაც არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი და პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2024 , 17:58

სიების ჩახსნაზე ვერავინ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილსა და მის პარტიას, მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით, -ამის შესახებ ჟურნალისტებს „

სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას - სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი

26 ნოემბერი, 2024 , 17:42

ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას,- ა

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე - ვახტანგ გომელაური

26 ნოემბერი, 2024 , 14:49

შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად განვითარდა და განახლდა საპოლიციო ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის ათობით ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. გაგრძელდა შინაგან საქმეთა&nbs

თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას - ნიკა მელია

26 ნოემბერი, 2024 , 14:36

არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან. მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციის მხრიდან - ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში ამას, - &nb

ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ - ბექა ლილუაშვილი

26 ნოემბერი, 2024 , 14:00

ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „

კოლექტიური დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს - სერგეი ლავროვი

26 ნოემბერი, 2024 , 13:29

კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ს