უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ნოემბერი, 2016 16:10
font-size

თუ რეალურად დაიწყო ევროპაში დეცენტრალიზაციის პროცესი, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი დგება-ხათუნა ლაგაზიძე

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ევროპაში ფერადი რევოლუციების ახალი რუსული ტალღა აგორდება.

ამის შესახებ ლაგაზიძემ პრესკონფერენციაზე ბულგარეთსა და მოლდოვაში პრორუსი პრეზიდენტების არჩევის საკითხის კომენტირებისას განაცხდა.

მისი თქმით,ამ ყველაფრის ფონზე კაცობრიობა ძალიან საინტერესო ფაზაში შედის.

„გუშინდელი დღე იყო ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი სიმპტომი. მე ვგულისხმობ იმას, რომ ერთგვარი გეოპოლიტიკური რევოლუცია თუ ამერიკის კონტინენტზე მოხდა ტრამპის არჩევით, გუშინ ჩვენ მოწმენი გავხდით უკვე ევროპის კონტინენტზე ფერადი რევოლუციების ახალი რუსული ტალღის. გუშინ მოლდოვასა და ბულგარეთში აირჩიეს პრეზიდენტები და ორივე არის წარმომადგენელი სოციალისტური პარტიის და ორივე არის მკვეთრად ორიენტირებული რუსეთთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით მოლოდოვას პრეზიდენტი,, რომლის წინასაარჩევნო მესიჯები გახლდათ ის, რომ ის გადახედავდა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკვაშირთან და სამაგიეროდ ინტენსიურ ურთიერთობებს დაამყარებდა რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან და ასევე არ გამორიცხავდა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით, როგორც ერთი ასევე მეორეც არ გამორიცხავს ყირიმის აღიარებას რუსეთის ნაწილად.
„რაც შეეხება ბულგარეთს ის არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავდროულად ახალი პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ აუცილებელია ბალანსის პოლიტიკის წარმოება რუსეთთან. ყირიმთან დაკავშირებითაც ორივეს აქვს თითქმის ერთნაირი პოზიცია, როგორც ერთი, ასევე მეორეც არ გამორიცხავს ყირიმის აღიარებას რუსეთის ნაწილად. ამასთანავე, დროში დაემთხვა სომხეთისა და რუსეთის ხელშეკრულება ერთობლივი სამხედრო შენაერთების ფორმირების თაობაზე. ეს ყველაფერი ერთად აღებული მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ ჩვენ ამჯერად უკვე ევროპაში გეოპოლიტიკური რევოლუციის პირველი ტალღის მომსწრენი ვართ, რასაც შეიძლება დავარქვათ ფერადი რევოლუციების რუსული ტალღა“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით, თუ რეალურად დაიწყო ევროპაში დეცენტრალიზაციის პროცესი, ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი.

„თუ რეალურად დაიწყო ევროპაში დეცენტრალიზაციის პროცესი, ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ვისი სახით უნდა ეძებოს მან საკუთარი უსაფრთხოების გარანტორი. თუ არსებული საძირკვლები ევროპის უსაფრთხოებისა მოიშალა, მაშინ საით მიდის საქართველო, ვის იმედად მიდის მისი უსაფრთხოება და რამდენად ინტენსიური უნდა იყოს მისი უსაფრთხოება იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან,იმისათვის, რომ საერთოდ არ ამოვარდეს დასავლური პოლიტიკის დღის წესრიგიდან“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი