უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივლისი, 2018 11:20
font-size

თუ შევძელით და საზოგადოებაში მოთხოვნილებაც იქნება, მე აღარ ვისურვებდი თავმჯდომარეობიდან წასვლას- ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სანამ საზოგადოების მოთხოვნილება იქნება, ის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან არ წავა. ამის შესახებ ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„წინასწარ მქონდა დაწერილი გრაფიკი, რა დროს მოვიდოდი პოლიტიკაში, რა დროს წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან ვამაყობდი, რომ თანმიმდევრული ვიყავი და, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, მაგრამ აუცილებელი. რადგანაც პოლიტიკაში მოვედი და დავარღვიე ჩემი თანმიმდევრულობა, ამ შემთხვევაში, მე პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ, რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ, სანამ ენერგია მექნება. რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, ვიქნები.

ძალიან მოწყვლადია სახელმწიფოს მდგრადობა, რადგან ხალხი, რომელიც ღარიბია და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არ არის – სოფლის მეურნეობას პირობითად სამუშაო ადგილებად რომ ვასახელებთ, მე ასე არ ვიმეორებ ამას – კერძო ნაკვეთებში დაკავებულები. ჩემი აზრით, უმუშევრობის პროცენტი გაცილებით დიდია ვიდრე სტატისტიკა, რომელიც ქვეყნდება, არა იმიტომ, რომ იტყუებიან, რეალობას თუ ჩავხედავთ.

მინდა, რომ სანამ მოწყვლადია, თუ შევძელით და საზოგადოებაში მოთხოვნილებაც იქნება, მე აღარ ვისურვებდი თავმჯდომარეობიდან წასვლას. სხვა როლის და მთავრობაში მონაწილეობის, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ მაქვს და საჭიროებაც არ არის. ახალგაზრდა გუნდი მოდის და ჩემზე კარგად ართმევენ თავს. ენერგიითაც და ცოდნითაც. ჩემზე მცოდნეები და ენერგიულები მოდიან. ნახეთ, ახალი გუნდი როგორ ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი მივიღეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა