უკან
მსოფლიო
5 თებერვალი, 2021 13:09
თუკი კოვიდ-19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ - ენტონი ფაუჩი
„თუკი კოვიდ-19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ. ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია და თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ,“ - განაცხადაა შშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ.
მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ.
”ადამიანებმა, რომლებსაც Covid-19 ჰქონდათ, მაინც უნდა დაიცვან საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მითითებები, რომელიც ორჯერ, 21 ან 28 დღის ინტერვალით აცრას ითვალისწინებს,“ - აღნიშნა ფაუჩიმ.